სასწავლო პროექტი




* პროექტის სახელი: ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა.



* პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა რასის წარმომადგენელთ განსხვავებული საცხოვრებელი ნაგებობები აქვთ, რასაც განაპირობებს ქვეყნებსა და ეთნოსს შორის არსებული განსხვავება.



* პროექტის სრული აღწერა: სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა, მათთვის დამახასიათებელი ტრადიციები და კულტურა აქვთ. განსხვავებულია მათი ცხოვრების სტილიც. სხვადასხვა ქვეყნისთვის, ეთნოსისთვის დამახასიათებელია განსხვავებული საცხოვრებელი შენობა–ნაგებობები, რაც გამოწვეულია ამ ქვეყნის კლიმატით, ცხოვრების სტილით, ურბანული დასახლებით. ჩვენი პროექტის მიზანია, დავადგინოთ რამდენგვარი საცხოვრებელი ტიპი არსებობს და ვისთვისაა ის დამახასიათებელი. გამოვიკვლიოთ, რა ტიპის საცხოვრებელი ნაგებობებია დამახასიათებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის ძველად და ახლა.



კლასს ვყოფ 4 ჯგუფად.



I ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ მასალა ინტერნეტიდან საცხოვრებელი ტიპების შესახებ.



II ჯგუფი გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით იკვლევს რომელი გეოგრაფიული არეალისათვის არის ეს საცხოვრებელი ნაგებობები დამახასიათებელი.



III ჯგუფი ისტორიის მასწავლებლის დახმარებით იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ ნაგებობებს შორის არსებულ განსხვავებებს.



IV ჯგუფი ატარებს გამოკითხვას XI-XII კლასის მოსწავლეებთან და იკვლევს ვინ რომელი ტიპის სახლში ისურვებდა ცხოვრებას 1 თვის განმავლობაში.



მოძიებულ მასალას ჯგუფები ლექსიკონის დახმარებით თარგმნის გერმანულ ენაზე და ამზადებს საპრეზენტაციოდ.



* მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი



* ვადებიხანგრძლივობა: 5 დღე.



*პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:პროექტში მონაწილე მოსწავლეები ატარებენ კვლევას, სახავენ ამოცანებს, ინაწილებენ ფუნქციებს, შეისწავლიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს, ეცნობიან კულტურათაშორის განსხვავებებს.



* მოსალოდნელი შედეგებიპროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ეცნობიან კულტურათაშორის განსხვავებებს, საუბრობენ უცხო ქვეყნის კულტურაზე, ისტორიაზე. უვითარდებათ კვლევა–ძიების უნარი, უმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი. ახდენენ ლექსიკური და გრამატიკული ჩვევების სრულყოფას, ამზადებენ სლაიდებს.



*სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ადგენენ კულტურათაშორის განსხვავებებს, ახდენენ მათ შედარებას.



*სამუშაო ენა: ქართული, გერმანული.



*მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ გვყავს.



*საგნებთანსაგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული, ისტორია, გეოგრაფია.



*პროექტის ფასილიტატორი: ირმა დარჩიძე



*ფასილიტატორის ელ. ფოსტა: irmadarchidze30@gmail.com.